ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე შატის ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმა
განახორციელა. შედეგად “ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი დაიღუპა.
ჰანიემ ოჯახი წევრების გარდაცვალება Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.
მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ “ჰამასის” ლიდერს, როდესაც შვილების სიკვდილის შესახებ შეატყობინეს არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს.
“საკუთარი შვილები და შვილიშვილები არ ადარდებთ და ღაზელების ბედი ხო საერთოდ ახატიათ ამათ – ჟურნალისტი მიხეილ ხაჩძე სოციალურ ქსელში ისმაილ ჰანიეს და მისი ცოლის ფოტოებს და სტატუსს აქვყნებს.
ტერორისტული ჰამასის სისხლიანი ლიდერი ისმაილ ჰანია და მისი ცოლი ბედნიერად იღიმიან და აკეთებენ V-ს ( Victory-გამარჯვების ჟესტს)
ასე გაუხარდათ მათ ისრაელის მიერ მათი 3 შვილისა და 3 შვილიშვილის განადგურება!
ტერორისტ ცოლ-ქმარს სჯერა, რომ მათი შვილები წავიდნენ 72 ქალწულთან.
პ.ს ჰამასის ლიდერის ცოლი ყატარში საავადმყოფოში მკურნალობს, და ცალ ფეხზე ჰკიდია “მშიერი მშვიდობიანები” ღაზაში. საკუთარი შვილები და შვილიშვილები არ ადარდებთ და ღაზელების ბედი ხო საერთოდ ახატიათ ამათ – წერს მიხეილ ხაჩიძე.