UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუიოფიციალურად დაქორწინდნენ.
“უკვე ოფიციალურად დაქორწინებულები”, – წერენ წყვილის მეგობრები და სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებენ.
“ჯორჯინას “ინსტაგრამის” პირად გვერზე 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ქალი ხშირად აზიარებს თავისი ცხოვრებიდან საინტერესო მოვლენებს. უყვარს ცხოველები, გატაცებულია ცხენზე ჯირითით და უყვარს საყვარელ ძაღლთან ერთად დროის გატარება. მისი პოსტები გვიყვება მდიდრული ცხოვრების წესზე, რომელიც ასახავს მათი საერთო სიხარულისა და თავგადასავლების ერთგვარ სურათს”, – წერს უცხოური მედია.
უზკატეგუი მეწარმე და Future & Energy-ის დამფუძნებელია, რომელიც მდებარეობს ფლორიდაში, ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება წყლის გამწმენდი სისტემების უზრუნველყოფას. მანამდე ქალი უძრავი ქონების აგენტად და მარკეტინგის სპეციალისტად მუშაობდა.
ცნობისთვის, ჯორჯინა და ილია თავიანთ პირველ საერთო შვილს ელოდებიან.