UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი უშვენიერესი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია, რომლებიც სულ მალე შვილს ელოდებიან, თავისუფალ დროს აშშ-ში, მაიამის მზიან სანაპიროზე ატარებენ.
ჯორჯინა უზკატეგუია ინსტაგრამის გამომწერებს უზიარებს სანაპიროზე გადაღებულ უახლეს ფოტოებს, რომლებსაც ემოციურ ტექსტს ურთავს.
„სიყვარულით სავსე დღეები, სიახლეების შეცნობა და ბევრი აღმოჩენა. მადლობა ყველას ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის. ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს ვერ იყიდი და ჩვენ სავსე ვართ თქვენი სიყვარულით და დადებითი ენერგიით. ცოტაც და, ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით და გვჯერა, რომ ღმერთი კიდევ ბევრ გასაოცარ რამეს გვიმზადებს“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუია.
აღნიშნულ ფოტოებს ილია თოფურია ეხმიანება კომენტარით: „დაუვიწყარი დღეები“.
- ტეგე