თემურ გვალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რამდენი ცრუ “პატრიოტი” ჰყავს ჩვენს ქვეყანას, სამშობლოზე რომ მხოლოდ “ფეისბუკში” ზრუნავენ…
თავის წარუმატებლობას სხვას, რომ ტენიან და თან სულ იმუქრებიან, იგინებიან, იფურთხებიან..
“ანგარება” ერქვა ადრე. ახლაც ასე ჰქვია…. რაღაცას, რომ გააკეთებ და ეგრევე, რომ ვალში ვარდება ყველა შენთან..
მე პირადად სულ მკიდია და ღიმილით ვკითხულობხოლმე ასეთების სტატუსებს და რაღაცნაირად მეცოდებიან.
არადა, თითქმის ყველას აქვს თავისი პროფესია, მაგრამ რატომღაც თუ ვერაა თავის საქმეში მაგარი და ვერ ქაჩავს, აუცილებლად პარლამენტში უნდა დასვას ხალხმა, რომ გადაარჩინოს თურმე ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა აგინოს პიროვნებებს, ორგანიზაციებს და ბოლოს მთლიანად ჩვენს ქვეყანას..
ცხოვრებაში არ მიფიქრია პოლიტიკოსობა.. იმიტომ არა, რომ ვერ გავქაჩავდი.. უბრალოდ ჩემი საქმე თეატრია და არა პოლიტიკოსობა!
ჰოდა, აკეთეთ ქვეყნისთვის სიკეთე გაბრაზებულებმა, გაბუტულებმა და ცეცხლზე ნავთს ნუღარ ასხამთ!
თქვენ მაინც ნუ აჯანჯღარებთ ქვეყანას! ისედაც ბევრი მტერი გვყავს გარეთ თუ შიგნით..
არ მოდიხარ 29-ში? აი დარდი.. მაგრამ მე სად წავალ, ვის დავუდგები გვერდში, აი თქვენი ტრაკების საქმე ნაღდად არაა.
იოლი გზით ცხოვრებას რა სჯობს, მაგრამ ეგრე სადაა?!
მე პირადად 29-ში გავალ და შევასრულებ ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას. ხოლო თქვენ, ვინც ენებს უპრაგონოდ ატლიკინებთ,
ეგრე გააგრძელეთ, შორს წახვალთ!
დილა მშვიდობის! “