მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე შვილთან, ნიკუშა ნინუასთან ერთ-ერთ დილის გადაცემას სტუმრობდა. ნიკუშამ საკუთარ ცხოვრებაზე, ბავშვობასა და დედასთან ურთიერითობაზე ისაუბრა:
„ჩემი გადმოსახედიდან, მშობელთან ურთიერთობაში მეგობრობაზე კარგი არაფერია, ნებისმიერ საკითხზე შემიძლია ვესაუბრო და აზრი ვკითხო. ზოგჯერ შეიძლება გამაკრიტიკოს, მაგრამ არ ვინანებ, რომ რაღაც მოვუყევი, თუნდაც საიდუმლო. სკოლის პერიოდში უფრო მიჭირდა, რომ რამე გამემხილა, რათა არ ეჩხუბა და დავესაჯე, მაგრამ მაგრძნობინა, რომ ასე არ არის.
ლენუკას საუკეთესო თვისება ისაა, რომ ძალიან ერთგული და ლოიალურია. სხვა ადამიანში ჯერ არ მინახავს, რომ ასე შესტკიოდეს გული თავისი მეგობრების პრობლემებზე და ასე ცდილობდეს დახმარებას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედაჩემია.
23 წლის ვარ, კალათბურთს ვთამაშობ, ვმუშაობ. ცხოვრებაში სულ მეკითხებოდნენ, მსახიობობაზე ვფიქრობდი თუ არა. ოჯახიდან გამომდინარე, სულ მესმოდა ეს კითხვა, მაგრამ სცენაზე ყოფნა და საჯაროდ გამოჩენა ჩემი ინტერესი არ არის, მაგრამ თუ დედა მთხოვს, რომ სადმე ინტერვიუსთვის გავყვე, აუცილებლად შევუსრულებ.
ბებია (დედის დედა) ჩემთვის დედასავით იყო. როგორც ლენუკასთან ვარ, ასე ვიყავი ბებიასთანაც. ბაბუა ყველაზე მეტად მათამამებდა. არ არსებობდა, რამე მეთხოვა და არ შეესრულებინა. ყველა რომ ჩემ წინააღმდეგ ყოფილიყო, ბაბუა ჩემკენ იქნებოდა. ძალიან ვაფასებ ბაბუას და ძალიან მიყვარს. ბაბუს და ბებოს მე და ნატალია სულ დავყავდით სასეირნოდ კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, გადაღებებსა და რეპეტიციებზეც. როცა ერთი წუთი მაინც გამოუჩნდებოდა, გამოდიოდა და ჩვენთან ერთად იყო.
ნატალიასა (გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი) და ჩემ შორის მცირე სხვაობაა ასაკში. ყველაფერს მიყვება ხოლმე, მეც ვუყვები, ერთად გავიზარდეთ. დედასთან ერთად თავისუფალ დროს გარეთ გავდივარ საჭმელად, ძაღლის გასასეირნებლად”, – ამბობს ნიკუშა ნინუა.