ბოლო დღეების განმავლობაში ყიფშიძეების ოჯახი განსაკუთრებულად აქტუალურია. ნატალია ყიფშიძე ახალგაზრდების მიერ მოწყობილ აქციაზე აქტიურად ჩნდება და საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას “გამჭირვალობის კანონის” წინააღმდეგ.
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მამის მხარე არ ეთანხმება, თუმცა ცდილობს ამ თემაზე მათთან არ ისაუბროს და კონფლიქტს მოერიდოს.
ფაქტს მათი კოლეგა, ცნობილი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ასევე საჯარო პოსტით გამოეხმაურა:
“მისთვის ოჯახის წევრებთან მსგავსი, მარტივად რომ ვთქვა უთანხმოება, დარწმუნებული ვარ, პირველად მოხდა. სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, ამიტომ ყველამ, ვინც ოდნავ მაინც სცემთ ამ მებრძოლ და ულამაზეს გოგოს პატივს, მინიმუმ ამის გამო შეიკავეთ თავი. არ მგონია, მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით, მას აძლიერებდეთ, თან მისივე გვერდზე.
როგორი მართლებიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად ატკენთ მას გულს. არ შეიძლება ყველა მხრიდან წნეხში იყოს. ნატალია, ძალიან მიყვარხარ, მეამაყები და შენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, რომლისთვისაც იბრძვის”,- წერს ნანკა კალატოზიშვილი.