ცნობილი უკრაინელი მოდელი – დარია კირილიუკი საზოგადოებას საკმაოდ მოულოდნელ ინფორმაციას უზიარებს იმ თავდასხმის შესახებ, რომელიც თურქეთში განხორციელდა მის მიმართ. 23 წლის გოგონამ ინსტაგრამზე ფაქტზე ისაუბრა, რომლის დავიწყებასაც მისი თქმით, ის ვერასდროს შეძლებს.
“მე აღარ მინდა გავჩუმდე და გადავწყვიტე გიამბოთ,თუ რა შეგვემთხვა მე, ჩემს მეგობარ ბიჭსა და მეგობრებს თურქეთში. ჩვენ თავს მომოს სანაპიროს (თურქეთი) დაცვა დაგვესხა, გოგონებს დაზიანებები სახეზე გვქონდა, ბიჭები კი, სასტიკად სცემეს,“- დაწერა მან.
თუმცაღა თავად სანაპიროს მეპატრონე ამბობს, რომ ეს დაზიანებები გოგონას მეგობარმა ბიჭმა მიაყენა და ის აპირებს სასამართლოს მიმართოს, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.