„გვაჩვენე შენი ხმა“ დღეს საღამოს, „რუსთავი 2“-ზე მორიგ ეპიზოდს გვთავაზობს.
გადაცემის „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ამონარიდი დღევანდელი გადაცემიდან, სადაც ოთო ნემსაძე, თიკა ფაცაცია, გიგი დედალამაზიშვილი და სალომე ბაკურაძე ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“ ცნობილ სცენას განასახიერებენ – ყველა ჩვენგანს ახსოვს, როდესაც კლუბში ჩვენება იმართება და მკერავი თავის კოლექციას წარადგენს.