“ბიჭიც შენ გგავს…“ – ქეთა თოფურია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

„A-Studio-ს“ ქართველი სოლისტი, ქეთა თოფურია ვაჟთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მომღერალი 3 წლის ადამის სახეს ამ დრომდე არ აჩენს.

ბიჭი სულ სხვა სითბოა დედისთვის… ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა“; „დედას ჩიტი“; ბიჭიც ქეთის ჰგავს“; „დედის სიყვარული ფასდაუდებელია“ – წერენ გამომწერები.

ცნობისთვის, თოფურია მალე მესამე შვილის დედა გახდება, სიახლე ცოტა ხნის წინ ფოტოებით დაადასტურა.

მომღერალი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ ძენგოვი ბავშვს გაზაფხულზე ელოდებიან. წყვილის პირველი შვილი, ადამი, ახლახან სამი წლის გახდა და ბავშვის დაბადების დღის წვეულებიდან გადაღებული ფოტოების შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ 37 წლის თოფურია ორსულად იყო.

გასულ ზაფხულს მომღერალმა მედიასთან აღიარა, რომ ოცნებობს ისევ განიცადოს დედობის სიხარული.

ღმერთის ნებით, მე შევძლებ მესამე ბავშვის გაჩენას. ექიმები ამბობენ, რომ მიზანშეწონილია ორმოცი წლის ასაკამდე გავაჩინო, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც ორმოცდაათი წლის ასაკში იმშობიარეს“, – ამბობდა მაშინ ქეთა.