“პირველი გოგო რომ შემეძინა, მოლოცვისას რამდენიმემ მითხრა, არა უშავს, გოგო რომ გეყოლაო…“

გიორგი ძოწენიძე და მია მაჩაბელი მეორე შვილს ელოდებიან, პირველი გოგონაა, ანიტა, მეორე პატარას სქესი კი წყვილმა უკვე იცის. „ურსას“ სოლისტი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება ამ მოლოდინის შესახებ:

„მეორე ბავშვს ველოდებით სექტემბერში. ამჯერად ბიჭია. როდესაც დაოჯახებული ხარ და ცოლ-შვილი გყავს, შენი ცხოვრებისეული მოტივაცია ძალიან ძლიერია.

პირველი გოგო რომ შემეძინა, მოლოცვისას რამდენიმემ მითხრა, არა უშავს, გოგო რომ გეყოლაო. ეს დამოკიდებულება ძალიან არ მომწონს…

მინდა, შვილის დაბადებას დავესწრო, მეორე შვილს სექტემბერში ველოდებით და სექტემბერში ასევე გასტროლები გვაქვს გერმანიაში. დიდი იმედი მაქვს, ისეთ დროს დაემთხვევა ჩემი შვილის დაბადება, როცა გასტროლებზე არ ვიქნები. შვილის დაბადების მომენტის ყურება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წამებია…“