“ჩვენი დაშორება დიდი მაგალითი იყო ჩემთვის… ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი”

„ქუჩის ბიჭების“ წევრი პაატა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ იმ რთული პერიოდის შესახებ საუბრობს, რომელიც მან და მისმა მეუღლემ გამოიარეს, როდესაც ურთიერთობაში ორწლიანი პაუზა ჰქონდათ:

„რა თქმა უნდა, წლები და ცხოვრებისეული გამოცდილება თვითონ გკარნახობს, როგორ და რა კუთხით შეცვალო. ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი, 2 წელზე ცოტა მეტი დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო იმის ბრალი, რომ მე რამე დავაშავე, ეს უფრო ფინანსური სირთულეებიდან გამომდინარე მოხდა. უბრალოდ, რაღაც სირთულეებს წავაწყდით, იმ ეტაპზე ვერ შევძელით ამის გადალახვა.

ქართული ოჯახი მარტო ლამაზი სადღეგრძელოები არ არის, წარმატებულ ოჯახს ბევრი მუშაობა და ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება. ამ კრიზისის გადალახვის შემდეგ უფრო დავაფასეთ ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა. ჩვენი დაშორება დიდი მაგალითი იყო ჩემთვის და მას შემდეგ ბევრ საკითხს სხვანაირად ვუყურებ.