“მარტო ჩემს ქმარზე რომ გაქვთ გრძელი ენები, ჯერ კიდევ როდის ქორწინდებოდნენ ქართველი სელებრითები ასაკით უფროს მამაკაცებზე”

მარტო ჩემს ქმარზე რომ გაქვთ გრძელი ენები. ჯერ კიდევ როდის ქორწინდებოდნენ ქართველი სელებრითები ასაკით უფროსს მამაკაცებზე, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ცისნამი საყევარიშვილი ფეისბუქზე წერს.

“ხო, მარტო ჩემს ქმარზე რომ გაქვთ გრძელი ენები. ჯერ კიდევ როდის ქორწინდებოდნენ ქართველი სელებრითები ასაკით უფროსს მამაკაცებზე. ასაკი მხოლოდ ციფრებია. მთავარია კაცმა გაგაბედნიეროს, კარგად მოგექცეს და რაც მთავარია, არ შეზღუდოს შენი თავისუფლება.
ჩემი ქმარი ანგელოზივით კაცია, ყოველ დღე ვარჯიშობს, #Ultimate ფრიზბის თამაშობს, ცხენებს აჭენებს, დაფრინავს კაცი.
ისეთი მხარ-ბეჭი აქვს და ლამაზი სხეული, ბევრ ახალგაზრდას არ ექნება მასეთი. მაგრად უვლის თავს და ჩემი ასაკის ბიჭივით გამოიყურება.
რავი მე გადამაყოლეთ ამ ამბავს, რომ ასაკით უფროსი ქმარი მყავს. შემოვევლე ჩემს ალე-ბალეს. მისნაირი დედამიწაზე არ დადის. ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კაცია. რომ ვუთხარი საქართველოში მინდა წასვლა აქციების გამოთქო, იცით რა მითხრა, “Go Sissy go!” ჩემს იდეებს პატივს სცემს. საქართველოს გულშემატკივრობს.
დარწმუნებული ვარ თიკაც ძალიან ბედნიერია თავის მეუღლესთან.
კიდევ ერთი ფაქტი, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.
მომენატრა ჩემი ალე, ჩემი საუკეთესო მეგობარი. ადამიანი, რომელიც ყველაფერში მიგებს და მგულშემატკივრობს. ჩემი დიდი იმედი და განძია.
Long Live Love!
P.S. მთელი ღამე ვერ დავიძინე, ჭოტივით ვიყავი და ლექციებს ვუსმენდი. ფეისბუქიც თავდაყირა დავაყენე!
დილა მშვიდობისა საქართველო. “, – წერს ცისნამი საყევარიშვილი.