“ჩემი ასაკის მამაკაცი ყველა მკვდარია” – შერიმ ახალგაზრდა მამაკაცთან ურთიერთობის მიზეზი ახსნა

ყველასთვის ცნობილია, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, შერი ალექსანდრე ედვარდს ხვდება. ,,პოპის ქალღმერთსა” და Universal Music Group-ის მუსიკალურ ხელმძღვანელს შორის, 40 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

ჯენიფერ ჰადსონის შოუში სტუმრობისას, ამ უკანასკნელის შეკითხვაზე, რატომ ხვდება 77 წლის მომღერალი მასზე ბევრად ახალგაზრდა მამაკაცს, შერიმ უპასუხა, რომ ყველა მისი ასაკის მამაკაცი მკვდარია.

,,ჩემი ასაკის კაცებს, ყოველთვის ეშინოდათ ჩემთან მოახლოების. ახლა ისინი მკვდრები არიან. უმცროს კაცებს კი – მათ ჩემნაირი ქალები ზრდიან“, – აღნიშნა საკულტო არტისტმა.