“რატისთვის მომინდა დახატვა, ვერ მოვუსწარი, სწრაფად დამძიმდა”

მწერალი ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში მეუღლის, გარდაცვლილი რატი სამყურაშვილის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„რატისთვის მომინდა დახატვა, ვიცოდი, რომ ჩემს დახატულს სხვანაირად შეიყვარებდა. ვერ მოვუსწარი, სწრაფად დამძიმდა და ხატვის დრო აღარ იყო.

საღებავიც ჩახმა, ფუნჯებიც გაქვავდა, იმ წამში ჩარჩა და გაშეშდა, რა წამსაც მივატოვე. თვალები უკვე ეხატა და გულს მიჭამდა დაუსრულებლობით. 4 წლის შემდეგ მივუბრუნდი. დავასრულე და ამოვისუნთქე”- წერს ეკატერინე ტოგონიძე.

ცნობისთვის, ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი 2020 წელს, 6 აპრილს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. რატი სამყურაშვილი წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. სამყურაშვილი მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.