“ როცა ვუყურებ კადრებს და ჩემს ხალხს, გული მტკივა და ძალიან განვიცდი, ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი”

როცა ვუყურებ კადრებს რაც ხდება და ჩემს ხალხს, გული მტკივა და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს, – ამის შესახებ მომღერალი ნუცა ბუზალაძემ განაცხადა.

ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მოანწილეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება.

მომღერლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელდა.

„ჩემს პოზიციას, რაც გამიკეთებია, ვამტკიცებ ბავშვობიდან, სადაც ჩავდივარ, ყველა ქვეყანაში ჩემი დროშა ფრიალებს. არასდროს, არც ერთ კონკურსზე სხვა ქვეყნის სახელით მონაწილეობა არ მიმიღია. შემოთავაზება ბევრი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა იმდენად მიყვარს, ისეთი ოჯახიდან ვარ, მამაჩემი ყველა ომში პირველ ხაზზე იბრძოდა. ეს მებრძოლი ხასიათი მე გამოყოლილი მაქვს. ჩემი სიმღერაც მინდოდა ყოფილიყო ქართველი ხალხის და ქართველი ქალის ხასიათის წარმოსაჩენი. ჩემი მესიჯი ნათელია, ჩემი პოზიცია ნათელია, იქიდან გამომდინარე, რომ სადაც ახლა გამოვდივარ, ამ კონკურსზე 

როცა ვუყურებ კადრებს რაც ხდება და ჩემს ხალხს, გული მტკივა და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. მე ყვალაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს. მე ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რომ 9 მაისს გავაერთიანო საქართველო როგორც ეს ამერიკან აიდოლის დროს ხდებოდა. ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი”- ამბობს ნუცა ბუზალაძე.