“იმ გოგონასთან გაცნობის დღეს მიღალატა” – სოფი ნურაშვილი ბიზნესმენ რჩეულს დაშორდა

„პრაიმჰაუსის“ ყოფილი მონაწილე სოფი ნურაშვილი ცოტა ხნის წინ შეყვარებულს დაშორდა. როგორც სოფიმ „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში განაცხადა დაშორების მიზეზი ღალატი გახდა. უფრო დეტალურად ამის შესახებ მან ჩვენს მკითხველს უამბო.

– ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ერთი ადამიანი, რომელიც ორი თვის წინ გავიცანი და სერიოზულ ფაზაში გადადიოდა ურთიერთობა. ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა და ძალიან გამიმართლა რომ თავისი ნამდვილი სახე ორ თვეში გამოავლინა და არა ორ წელიწადში. ის არ არის ცნობილი ადამიანი, წელიწადნახევარი ცდილობდა ჩემს გაცნობას, მეც შანსი მივეცი.

– ბიზნესმენია?

– ცნობილი ადამიანი არ არის. საოჯახო ურთიერთობა აქვს და წარმატებული ადამიანია. თავიდან სხვადასხვა ივენთებზე ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი პაემანზე დამპატიჟა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ორი თვის თავზე მიღალატა. ჩემი აზრით ქართველი კაცის ხასიათი არის ასეთი, ჩემამდე ალბათ დაუკვირვებელ გოგონებთან ურთიერთობდა, ეგონა მის მანიპულაციებს დავუჯერებდი, მაგრამ ასე არ მოხდა დავშორდი. ერთ-ერთ კაფეში წავედი, როცა გაიგო იმ კაფეში ვიყავი, მოვარდა და მითხრა წამოდი, აქ მშიერი ნაშები დადიანო და წამომიყვანა. მივხვდი რაღაცაში იყო საქმე, ჩემს ინტუიციას გავყევი და გაირკვა, რომ სწორედ იქ გაიცნო ის გოგონა ვისთანაც გაცნობის დღეს მიღალატა.

– როგორ გაიგეთ ღალატის შესახებ…

– მე ამ ადამიანს არ ვმალავდი, მითუმეტეს თბილისი პატარაა და ასე მარტივად გავიგე სიმართლე. იმ გოგონასაც ვესაუბრე, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ღალატის ფაქტები, მაგრამ ამის პატიება ჩემთვის მიუღებელია. როგორც იცით თურქეთში ვიყავი ოპერაციის გასაკეთებლად წასული და გამგზავრების წინა დღეს გავიგე ეს ყველაფერი. ბუნებრივია არ იყო სასიამოვნო ჩემთვის ამის გაგება, მაგრამ ზუსტად ერთ დღეში გადამავიწყდა ეს ადამიანი. დარწმუნებული ვარ ახლა ძალიან რცხვენია მისი საქციელის.