მაია ჯაბუა, რომელიც მთელმა საქართველომ ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში გაიცნო, იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მომღერალი 62 წლის გახდა. მომღერალს დაბადების დღეს ემოციურად შვილმა, ლიზა ყენიამ მიულოცა და სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა:
„დღეს ჯადოსნური დღეა, იმიტომ რომ შენ დაიბადე! მიყვარხარ” – წერს ლიზა ყენია.
შეგახსენებთ მაია ჯაბუა 1971-1986 წლებში ბავშვთა ვოკალური ანსამბლის „მზიურის” ვოკალისტი იყო. მის კარიერაში უამრავი ცნობილია ჰიტია, რომელიც სხვადასხვა დროს, ქვეყნის წამყვანმა კომპოზიტორებმა შექმნეს. 2016 წელს ფილარმონიის წინ მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნა.