“ახლა ის არის ჩემი ხელები და ფეხები, მავსებს… ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხზე წამოვდგე და გავახარო“ – მარიამისა და იკას სიყვარულის ისტორიას ემოციების გარეშე ვერ მოუსმენთ

გადაცემა „დღის პოსტი“ სტუმრობდა წყვილს, რომელთათვისაც შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მარიამისა და იკას სიყვარულის ემოციური ისტორია 2023 წლის აგვისტოში დაიწყო.

როგორც წყვილი აღნიშნავს, ერთმანეთი გაცნობისთავე მოეწონათ, მარიამის თქმით, ამ დღის შემდეგ, მოუთმენლად ელოდებოდა იკასგან გამოხმაურებას.

„მეხუთე დღეს, დილის 5 საათზე მომწერა – „საშინელებაა უძილობა“.

გარკვეული დროის შემდეგ, დამეგობრდნენ, შემდეგ კი იკამ მარიამს ხელი თხოვა.

„დილის 5 საათზე დავურეკე, მარიამმა მიპასუხა რა ხდებაო? ვკითხე – „ცოლად გამომყვები“? პასუხად თანხმობა მივიღე. აქამდე ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, თუმცა მარიამი მავსებს.. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხზე წამოვდგე, გავახარო და მისი ბედნიერი სახე დავინახო. ჩემი ხელები, ფეხები და ყველაფერი მარიამია“, – აღნიშნავს იკა.

ვიდეო