“ცხენებზე ხუმრობას ვერ ჩავწვდი… კოპოლამაც ძალიან კოხტად აღნიშნა ოჯახის დღე”

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში ჰოლივუდის ვარსკვლავების ფოტოს აქვეყნებს. უნდა აღინიშნოს, რომ იგი კანის 77-ე ფესტივალს ესწრება.

მარიკა ბაკურაძე ასევე ოჯახის სიწმინდის დღეზეც საუბრობს.

ცხენებზე ხუმრობას ვერ ჩავწვდი, კარგად ვერ დავეწიე მაგ ინფოს, სამაგიეროდ ამბავი შემიძლია დაგაწიოთ იმაზე, რომ კოპოლამაც ძაან კოხტად აღნიშნა ოჯახის დღე და, შვილები, შვილიშვილები.

მოჯგრიალდა ჯალაბობით სულ ასე დავდივარო, სოფია კოპოლა მხრებზე მყავდა შემომჯდარი ადრე რომ ჩამოვედიო”, – წერს მარიკა ბაკურაძე.