მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილი იუბილარია. პაატა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
მათ შორის არის შვილის, ნიკუშა გულიაშვილის ემოციური პოსტი.
„გილოცავ მა მაგრად მიყვარხარ. მინდა, რომ სულ ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული იყო. მიყვარხარ მა და იცოდე, რომ გასახელებ“, – წერს ნიკუშა გულიაშვილი სოციალურ ქსელში.