ხელოვნების პედაგოგ, მეთოჯინე ირმა ფრანგიშვილის ნამუშევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. საინტერესოა როგორც მისი ნამუშევრები, ასევე, მისი ბიოგრაფია, რომლის შესახებაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირმა ფრანგიშვილი: დავიბადე თბილისში, რადგან იმ პერიოდში დედა სტუდენტი იყო და აქ სწავლობდა. მაგრამ სამტრედიაში გავიზარდე, რვა კლასი იქ დავამთავრე. ბავშვობა ცოტა რთული მქონდა, რადგან ჩვენს ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს – და-ძმა გარდამეცვალა. ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს და სამწუხაროდ, ორივე ერთნაირად გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, ბავშვობის პერიოდი ჩემთვის ძალიან რთულად გასახსენებელია. ოჯახში იმდენად რთული მდგომარეობა იყო, რომ მამამ რვა კლასის დამთავრების შემდეგ სასწრაფოდ თბილისში წამომიყვანა. ტექნიკუმში ჩავაბარე და სამკერვალო წარმოების ტექნოლოგიის სწავლა დავიწყე. თუმცა, ოჯახს უნდოდა, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა და მეც ეს სურვილი მქონდა.
– ალბათ, ამის მიზეზი თქვენი და-ძმის გარდაცვალებაც იყო.
– თოჯინები როდის გახდა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი?
– თქვენი თოჯინები ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს და არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.
– ბოლო პერიოდის ერთ-ერთ გამორჩეულ თოჯინაზე გვიამბეთ – ნანი ბრეგვაძის პორტრეტულ თოჯინას ვგულისხმობ, რომელიც თვითონაც უნახავს. როგორ შეაფასა?
– ეს ნამუშევარი გამოფენისთვის დავამზადე. თემა იყო „მოგზაურობა დროში“. თავდაპირველად „ჰოლივუდის“ მსახიობებზე ვფიქრობდი, მაგრამ მეგობარმა მირჩია, უკეთესი არ იქნება, თუ ქართველის თოჯინას შექმნიო და მაშინვე ნანი ბრეგვაძეზე ვიფიქრე. ის ყველანაირად დახვეწილი, ელეგანტური ქალბატონი და არაჩვეულებრივი მომღერალია. ამიტომ გადავწყვიტე, ამ კომპოზიციაში ქალბატონი ნანი ყოფილიყო და მისთვის ეს თოჯინა საჩუქრად გადამეცა. მისდამი ბავშვობიდანვე დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს და მიხარია, რომ ჩემი ხელოვნებით ამის გამოხატვის საშუალება მომეცა. ეს საკმაოდ რთული კომპოზიციაა. სცენა მაქვს გაკეთებული, სარკეებით შემოფარგლული, ქალბატონი ნანისთვის სტილი მისი 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან ავიღე.
რადგან თემა დროში მოგზაურობაა, მეორე ნამუშევრისთვის სტილი ახალგაზრდობის წლებიდან შევარჩიე, კონკრეტულად „ორერას“ პერიოდიდან. სცენაზე საათებია, რომელიც ცოტა ბუნდოვანი სურათებით მოვხატე, მოგონებების ეფექტი რომ ჰქონოდა – ეს მისი სასცენო მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. როგორც ვთქვი, კომპოზიცია დროში მოგზაურობას ასახავს და მასში კიდევ ბევრი დეტალია ამ შინაარსის ხაზგასასმელად. დავუკავშირდი ქალბატონ ეკა მამალაძეს და ჩემი ნამუშევრის ფოტომასალა ვაჩვენე. ძალიან მოეწონა, ქალბატონმა ნანიმაც რომ ნახა, აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო.
– საერთოდ, თქვენი თოჯინები გამორჩეულია ხასიათით, ღიმილით, კომპოზიციების სირთულით… საკმაოდ დატვირთულია. როგორ იქმნება ეს ყველაფერი?
– როცა ნახატს ხედავ და თოჯინას მის მიხედვით აკეთებ, ეს უფრო მარტივია, მაგრამ როცა მხოლოდ ფანტაზიას მიენდობი, რთულია. ქალბატონი ნანის შემთხვევაშიც, უამრავი ჩანახატი და ესკიზი შევქმენი, უამრავი აზრი მქონდა და საუკეთესო გზას ვეძებდი. ჩემი პირველი შემფასებელი ჩემი მეუღლეა, ის ყოველთვის ძალიან საჭირო რჩევებს მაძლევს. ამ შემთხვევაშიც მეუღლის დახმარებით შევძელი კონსტრუქციის შექმნა. დიდხანს დავდიოდი ელიავაზე, ვეძებდი მასალებს, რადგან მათი შერჩევაც საკმაოდ რთულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ დაგვჭირდა „ტრუბაკვადრატი“, „სვარკა“ და ასე შემდეგ, ჩემი მეუღლეც ჩართულია პროცესში (იცინის). სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს, როცა თოჯინას რაღაც თემის მიხედვით ვქმნი. მიყვარს ჩემი ფანტაზიებისა და იდეებისთვის ფრთების შესხმა. ეს რთულია, მაგრამ უფრო საინტერესო, ამიტომ თავს ბედნიერად მაგრძნობინებს. უბრალოდ ლამაზი თოჯინის დამზადება არ მიყვარს. ყველა თოჯინაში ვდებ ემოციას. კოვიდის შემდეგ შევქმენი თოჯინა „სულის ტკივილი“. მე მამა გარდამეცვალა კოვიდით. იმ პერიოდში ისეთი უძლური და უსუსური ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი. ბოლოს თოჯინის შექმნა დავიწყე. მისი საბოლოო სახე გამიზნული არ მქონია და თითქოს, თავისთავად, ამ თოჯინაში ჩემი შინაგანი განცდები გადავიტანე. ბოლოს რომ დავასრულე, თმა და საბოლოო დეტალები გავუკეთე, მივხვდი, რომ ეს თოჯინა მე ვიყავი. შინაგანი განწყობა ძალიან მოქმედებს და გადადის თოჯინაზე. ძალიან ბევრი თოჯინა მაქვს, რომელიც ჩემი სულის ანარეკლს წარმოადგენს, ჩემს სათქმელს ამბობს. როდესაც თოჯინებს ვამზადებ, ვაფიქსირებ ხოლმე, რომ რა ემოციაც მათშია, ჩემდაუნებურად, ზუსტად იგივე ემოციები მაქვს მეც სახეზე. დიახ, ძალიან მიყვარს რთული კომპოზიციების შექმნა. ბევრი ასეთი თოჯინა მაქვს. ამისთვის მიწევს ბევრი ინფორმაციის მოძიება, ქალბატონი ნანის თოჯინის შემთხვევაშიც ასე იყო, ბევრი წავიკითხე, ბევრს მოვუსმინე, რომ ეს შედეგი მიმეღო.