მაკა მახარაძემ ეკა ჩხეიძესთან ინტერვიუში მოულოდნელად აღიარა, რომ მცირე ასაკში დიდი მსახიობი, რამაზ ჩხიკვაძე უყვარდა:
„მე შეყვარებული ვიყავი რამაზ ჩხიკვაძეში. პირველი სიყვარული იყო… 6 წლის ვიყავი თუ ხუთის. სანამ რამაზ ჩხიკვაძეს შეეცვალა ამპლუა „ჭინჭრაქას“ შემდეგ, სულ თამაშობდა შეყვარებულ გმირებს და სიყვარულის ობიექტი იყო დედა. ყველგან იყო სიყვარული, კოცნები, ხვევნები… მეც ვთამაშობდი ერთ სპექტაკლში შვილს. დედა და მამა იმ სპექტაკლში გაცილებულები იყვნენ და სიყვარული ჰქონდა რამაზთან. მე შემიყვარდა… მერე დედამ უთხრა რამაზს, რომ შეყვარებულია შენზეო. მითხრა, რა თქმა უნდა, მე დაგელოდებიო…“