ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე პოზიტანოში, ამალფის სანაპიროზე ისვენებენ

ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილის მეუღლე მია გზირიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც პოზიტანოშია გადაღებული.

ამალფის სანაპიროს ფონზე გადაღებული კადრებიდან ირკვევა, რომ იქ იმყოფება ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე, ნიცა თავაძე.

ცნობილია, რომ მია გზირიშვილი და ნიცა თავაძე, ისევე, როგორც მათი მეუღლეები, ფეხბურთელები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, მეგობრები არიან.