ზვიად ბარბაქაძის ქვრივი მარიკა გვასალია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე თვე აგვისტოა 😔 მოუშუშებელი ტკივილით სავსე 💔 ამ რთულ პერიოდში მატერიალური მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შსს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს ჩემი შვილისადმი კეთილგანწობისა და მისი გახარებისთვის. თითოეულ ადამიანს ვისაც ვახსოვართ და მზრუნველობას იჩენს ❣ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროთ შვილებს მშობლებთან ერთად 🇬🇪🇬🇪🇬🇪”.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებსა და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.