“დედაჩემს არასდროს შევუდარებივარ ვინმესთან, ეს სწორი მგონია და მეც არავის ვადარებ შვილს“

ნუკი კოშკელიშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ დედის შესახებ საუბრობს:

„ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა არის დედა, არ წარმომიდგენია ჩემი თავი, ის, ვინც ვარ დღეს, მის გარეშე. დედაჩემს არასდროს შევუდარებივარ ვინმესთან, ეს სწორი მგონია და მეც არავის ვადარებ შვილს. ეს კომპლექსს გიყალიბებს, რომ ვიღაცას ყოველთვის უნდა გაუტოლდე…

სულ ხაზზეა. ნიუ იორკში რომ ვარ, ლაუდსპიკერსზეა ჩართული, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, თან ვლაპარაკობთ. მე და დედაჩემი სულ ვიყავით საუკეთესო მეგობრები. არასდროს გვქონია ტაბუდადებული თემები. დედამ იცის ყველაფერი, მეც ვიცი. ასეთი მჭიდრო კავშირი შენს შვილთან არის მისი კონტროლის გარანტი. ხელი დავწვი ბავშვობაში… ახლა რომ ვნახულობ ნაწიბურს, სულ გულზე მხვდება. ადუღებული წყალი გადამესხა შემთხვევით. არაფერი უთქვამს… გული მისკდება ყოველ ჯერზე, როცა ამ ნაწიბურს ვხედავ…“