მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს ქალიშვილების, მარიამს და ანასტასიას ფოტოებს უზიარებს.
გია ბაღაშვილი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გოგონებს სკოლაში ჰქონდათ ზეიმი, რომელზეც ისინი საფრანგეთს და ესპანეთს წარადგენდნენ. გოგონები ქვეყნების შესაბამისად, ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილნი და ფოტოებში მამასთან და ბაბუასთან, ჯემალ ბაღაშვილთან ერთად პოზირებენ.
„ჩემს მესამე და მეოთხე გოგონას – მარიამს და ანასტასიას, ზეიმი ჰქონდათ სკოლაში. მარიამი თავის კლასელებთან ერთად საფრანგეთს წარადგენდა, ხოლო ანასტასია – ესპანეთს. ძალიან იხალისეს და სადღესასწაულო ტანსაცმლით ფოტოები სახლშიც გადაიღეს“, – წერს გია ბაღაშვილი.