“მამამ დაგვტოვა, დედასთან არჩია… ვერ შეასრულა პირობა – დაგელოდები, სანამ ჩამოხვალო, გული მისკდება ბოლო გზაზე რომ ვერ ვაცილებ, დედაც ვერ გავაცილე”

ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც ნინო წერს, მას მამა დაეღუპა.

„მამამ დაგვტოვა..დედასთან არჩია…ვერ შეასრულა პირობა-დაგელოდები, სანამ ჩამოხვალო. გული მისკდება, ბოლო გზაზე რომ ვერ ვაცილებ, დედაც ვერ გავაცილე,” – წერს ნინო კვარაცხელია.