„რაღაც ეტაპზე უცებ გამახსენდება, რომ აღარ არის და ყველა ჯერზე ახლიდან სტრესში ვარ“

„რაღაც ეტაპზე უცებ გამახსენდება, რომ აღარ არის და ყველა ჯერზე ახლიდან სტრესში ვარ“, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ გადაცემაში „სთორი“ განაცხადა, სადაც მამაზე და თავის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა.

ნანიკომ გადაცემაში თქვა, ასოციალური ადამიანია და ყველაზე გახსნილი ურთიერთობა შვილთან ლილუსთან აქვს.