ლევან წვერავას და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური დუეტი „ლეონი“ მსმენელს ახალი სიმღერებით ხშირად ანებივრებს.
წყვილი ასევე ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას.
ამჯერად დუეტი „ლეონი“ გადაცემა „პრაიმშოუს“ ეწვია, სადაც მათ ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტი – „თუ შენი ნახვა მეღირსა“ შეასრულეს.
„სუპერ წყვილი“, „ძალიან კარგი წყვილი და ძალიან კარგი სიმღერა“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.