სოციალური ქსელის მომხმარებელი იზო ჩანადირი ფეისბუქზე, ქობულეთელი მაშველი ბიჭის, 112 -ის თანამშრომლის შესახებ ისტორიას გვიყვება და წერს-
“შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ამ საღამოს სრულ გაურკვევლობაში მოვყევით. ქობულეთის ფიჭვნარში, სანაპირო ზოლთან მიმდებარე გზაზე მოულოდნელად ჩვენი მანქანა ქვიშაში ჩაეფლო. ვერანაირად ვერ მოხერხდა ამოყვანა. უცებ დაგვეხვია ადგილობრივი მოსახლეობა. ზოგი თევზაობდა, ზოგი ისე იყო სანაპიროზე გამოსული.უღრმესი მადლობა ამ კეტილ ადამიანებს. ყველაფერი იღონა ამ ხალხმა, მაგრამ მანქანა ისე ღრმად იყო ჩამჯდარი, ამოყვანის არანაირი შანსი აღარ იყო. დავრეკეთ 112-ზე და მოვიდნენ მაშველები მანქანით, რომლის ნომერიც ამ ფოტოზეა. მაგრამ სანამ ჩვენ მოგვიახლოვდებოდენენ წინ კიდევ ერთი მანქანა დახვდათ ჩავარდნილი. ბევრი წვალების შემდეგ ჯერ იმათ დაეხმარნენ და შემდეგ ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ. დიდი სირთულეების მიუხედავად, მანქანა ისე ლამაზად და სუფთდ ამოიყვანეს, ოდნავ არაფერი დაზიანებია. თან საქმე ისაა, რომ წვიმა დაიწყო და უკვე მოსწრებაზე გვქონდა საქმე. კარგად რომ დასველებილიყო ქვიშა, მერე რა იქნებოდა არ ვიცი. წასვლის წინ რა თქმა უნდა უამრავი მადლობა გადავუხადე მაშველებს, მანქანის ნომერიც დავაფიქსირე, რადგან წვიმდა, მეტი ვერ მოვასწარი და ერთ-ერთ მაშველს #NukriTxilaishvili -ს ფოტოც გადავუღე, სახელიც ვკითხე და იცით მესმა მეგობარმა რა მითხრა? ამას გადაუღე, ამას, დღეს მეთოთხმეტე გამოძახებაზეა და საჭმელადაც ვერ მოიცალაო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მაშველებს. სულ წარმატებულად ევლოთ, სულ ხელი მოემართოთ, სულ მშვიდობით დასრულებულიყოს მათი სამუშაო დღე და არასოდეს არაფერი გასჭირვებოდეთ.”-წერს იზო ჩანადირი.