გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომელშიც საკუთარი სურვილით ამავე სოფლის უხუცესი მკვიდრი ოთარ მატიაშვილი ჩაერთო.
საქართველოს ჯანდაცვის ფედერაციამ გაავრცელა ვიდეომასალა და საზოგადოებას გააცნო 92 წლის დურგალი, რომელიც კეთილ საქმეში მონაწილეობით ბედნიერია.