ანიტა ფაცაცია, რომელის გადარჩენსთვისაც თოთქმის მთელი საქართველო გაერთიანდა დღეს 3 წლის გახდებოდა.
ბავშვის ბებია თამუნა გლურჯიძე ანიტას დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ადამიანებს, მის ფონდში თანხის ჩარიცხავს სთხოვს, გლურჯიძის მიზანი დაავადებული ნიკას დახმარებაა. თამუნა საზოგადოებას აღნიშნული სტატუსის გაზიარებასა და სიმბოლური თანხის ჩარიცხვას სთხოვს, ამასთან პირობას დებს, რომ დღის ბოლოს ყველას გააგებინებს თუ რა თანხა გადაეცა ფონდის ბენეფიციარს.
„ჩემი ანიტა დღეს სამი წლის უნდა გამხდარიყო.
მაგრამ ვერ გახდა.
წავიდა და ვინ იცის, და აწი რაღას გავიგებთ, რა სამყარო ატარა და წაიღო თავისი დიდრონი თვალებით?!დილაუთენია მივედი მასთან.
თაიგული მივუტანე.
არ ვიცი რატომ.
არც სხვა დროს ვიცი რატომ მიმაქვს ყვავილები.
საჩუქარი აღარ სჭიდება ჩემს გოგოს.
ჩემს გოგოს ჩემგან აღარაფერი სჭირდება.
რაც არ უნდა მივუტანო, თვალები აღარ გაუბრწყინდება, აღარ აკისკისდება და აღარ ჩამეხუტება.
და მე გადავწყვიტე, რომ დღეს ანიტა თვითონ დაარიგებს საჩუქრებს – ნიკას დაეხმარება გულის გადანერგვისთვის თანხის მოგროვებაში. თავის ვერგადარჩენილი გულით ნიკას გულის გადარჩენას შეეცდება. ნიკასაც ხომ ზუსტად ანიტას დიაგნოზი აქვს.
მაშ ასე, ჩემო კარგებო, თუ გაქვთ სურვილი ანიტას მიულოცოთ დღევანდელი დღე, ჩაურიცხეთ ნიკას თუნდაც სიმბოლური თანხა და მიუთითეთ დანიშნულებაში:
‼️ ანიტას გულისთვის‼️
გთხოვთ ეს ერთი დღე ავანთოთ, დავანთოთ, ავაგიზგიზოთ ჩემი პატარა ანიტასგული ნიკას -ის გადასარჩენად.
დღის ბოლოს აუცილებლად გაგაგებინებთ, თუ რა თანხა აჩუქა ანიტამ ნიკას თქვენი დახმარებით.ამიტომ არ დაგავიწყდეთ, დანიშნულებაში მიუთითოთ:ანიტასგულისთვის.
თხოვნაა ასევე, მაქსიმალურად გადავაზიაროთ პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადარიცხოს თუნდაც სიმბოლური თანხა ანიტასგულისთვის.
ნიკას ანგარიიშებია:
საქართველოს ბანკი :
GE46BG0000000162446658#GE46BG0000000162446658
თბს ანგარიში:
GE85TB7118045061100049#GE85TB7118045061100049
თანხის ჩარიცხვა უცხოურ ვალუტაში:
თანხის ჩარიცხვა USD:
SWIFT : SITIUS33
ბანკის კოდი:
თიბისი: TBCBGE22
საქართველო : BAGAGE22
თანხის ჩარიცხვა EUR:
SWIFT: COBADEFF
ბანკის კოდი:
თიბისი : TBCBGE22
საქართველო : BAGAGE22
მიმღები : ეკატერინე ღვინჯილია
T : 579800990
PayPal : Eka_gvinjilia@mail.ru
ანიტუკა, ნახე ჩემო ცქნაფა, დღეს შენ სიკეთეს აკეთებ“, – წერს თამუნა გლურჯიძე.
ცნობისთვის, ანიტა ფაცაციას უმძიმესი დააავდება – დილატაციური კარდიომიოპათია საქართველოში დაუდგინეს. ის ჯერ ევროპაში მკურნალობდა, თუმცა გულის გადანერგვის მიზნით ინდოეთში გადააფრინეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად ანიტასთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ანიტა 2020 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა.
ტრაგედიის შემდეგ ოჯახმა საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო და ანიტას სახელობის ფონდი ჩამოაყალიბა, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებს ეხმარებიან.