“სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია?“ – რას პასუხობს ფსიქოლოგი თათია შარანგიას

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე თათია შარანგიას გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, წამყვანის შეკითხვას, როგორ ფიქრობთ, სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია, დადებითი პასუხი გასცა.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, გრძნობებში ცვლილებას ძირითადად გადაჭარბებული მოლოდინები და იმედგაცრუება იწვევს.

„რა თქმა უნდა, ორივე ემოციას პოლუსები ახასიათებს – უარყოფითი ან დადებითი.

გრძნობებში რადიკალური ცვლილება შესაძლოა იმედგაცრუებამ, მეტმა მოლოდინმა გამოიწვიოს, მეტმა მოთხოვნამ გამოიწვიოს, როდესაც მეორე მხარე ვერ აკმაყოფილებს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ…

როდესაც მეორე ადამიანის მიმართ მოთხოვნებს უსაშველოდ ვზრდით და ის ვეღარ მოგყვება, ჩვენვე გვეწყება იმედგაცრუება და შესაბამისად, უარყოფითი ემოცია [ჩნდება]“, – აღნიშნა ზურა მხეიძემ.