მომღერლები ბესიკ კალანდაძე და თამარ გვერდწითელი იმედის გადაცემას „შაბათ-კვირის დილას“ სტუმრობდნენ.
მათ დუეტში შეასრულეს ცნობილი ქართული სიმღერა „საქართველოს ცავ“. აღნიშნული სიმღერა კომპოზიტორ და მომღერალ ნუნუ გაბუნიას დაბადების დღესთან დაკავშირებით შესრულდა.
„მე ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონ ნუნუს სიმღერას ვასრულებ დღესაც… მინდა, რომ მას ჯანმრთელობა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე“, – აღნიშნა ბესო კალანდაძემ.