მას შემდეგ რაც, სოციალურ ქსელში ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალო ცენტრმა „nazaraliev medical“ გიორგი ყიფშიძესთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, უამრავი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.
სააგენტოები და სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, თითქოს გიორგის ჯანმრთელობა გაუარესდა და კომაში იმყოფებოდა.
აღნიშნულ ფაქტს მსახიობის შვილი ნატალია ყიფშიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ გიორგი კარგად არის.
“მამა კარგად არის. ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტეთ“, – წერს ნატალია ყიფშიძე.