ბიზნესმენი, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი, რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც დღეს იუბილარია, სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
საჯაროდ, ემოციურად მიმართავს რუსუდან კერვალიშვილს მისი შვილი, ნინო დარასელიც და „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
„შენ რომ არ იყო ჩემი დედა, ალბათ რამდენჯერ მოვიქცეოდი ცუდად და უფრო ცუდად. დედიკო იმას მოეფერე, იმას დაურეკე, ის მოიკითხე, ის შეაქე, იმას მიესალმე, იმას გაუცინე, იმას დაეხმარე, იმას არ გაუბრაზდე, ნახე, ის რა კარგია, ეს რა ლამაზია, ის რა ჭკვიანია, ის რა ძლიერია…
გამოუვალ მდგომარეობაში კი, როცა არ იცი, რა მითხრა და როგორ გაამართლო ვიღაც უსაშველო, ჩემს საყვარელ შენს შეგონებად იქცა: დედიკო, შენ ხომ ყველას უფლებას ცნობ, ჰოდა, ყველას აქვს უფლება, იყოს დეგენერატი.
შენ ხარ ჩვენი ბალანსი, ნამუსი და სინდისი. მადლობა, რომ ასეთი ხარ როგორიც ხარ და ცდილობ, ჩვენც უკეთესები ვიყოთ, თუ არადა ხომ ყველას აქვს უფლება“, – წერს ნინო დარასელი სოციალურ ქსელში.