ჟურნალისტი გიორგი კეპულაძე და კომუნიკაციების სპეციალისტი მარიამ დევრისაშვილი დაქორწინდნენ.
გიორგი ჟურნალ „თბილისელებს“ ქორწილის შესახებ უყვება, რომელიც ინტერნეტგამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა.
„სტერეოტიპია, რომ გოგონები უფრო არიან ჩართულები საორგანიზაციო საკითხებში. ჩვენს შემთხვევაში მეც ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული და რა თქმა უნდა, ყველა დეტალს მარიამს ვუთანხმებდი. გაგიმხელთ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალებიც კი, როგორიც პატარძლის კაბა და მაკიაჟია, მარიამმა ჩემი რეკომენდაციით შეარჩია (იცინის. შეიძლება, დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. ამაზე მერე გვეცინებოდა. როგორც წესი, გოგონები თვითონ ცდილობენ ასეთი საკითხების მოგვარებას. საქმე ისაა, რომ ჩემი მეგობარია მარიკა ქურდუბაძე, დიზაინერ და ძალიან ლამაზ სადღესასწაულო კაბებს კერავს. თავიდანვე ვურჩიე მარიკასთან მისვლა, ისე შეგმოსავს, რომ დამიჯერე, კმაყოფილი იქნები-მეთქი. რაც შეეხება მაკიაჟს, წლების განმავლობაში ტელევიზიაში ვმუშაობდი და ძალიან ბევრ ვიზაჟისტს ვიცნობ იმ დროიდან, როდესაც ეს პროფესია ჯერ კიდევ იშვიათი იყო. ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია ნინო ალავერდაშვილი, მარიამს მასთან მისვლა ვურჩიე, დამიჯერა და ორივე შემთხვევაში კმაყოფილი დარჩა…“
გამოყენებული ფოტოების ავტორია ლევან ქართველიშვილი.