თემო გვალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“სვიმონ მაჩაბელს ახლოს ვიცნობ, ერთ სპექტაკლზე მოგვიწია ერთად მუშაობა ანდრი ჟოლდაკთან..
მის ნიჭიერებაზე და უნიჭოობაზე მე არ ვისაუბრებ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ნიჭიერი მხატვარია.. ყოველ შემთხვევაში, თეატრში აქვს კარგი ნამუშევრები…. ეს მისი ბოლო “მოზაიკა” მაისურებზე,, ნაღდად არ მომწონს..
მაგრამ, საქმე იმაშია, როგორც მე შევიტყე, ყველა ქვეყანაში “დიზაინერს” ირჩევს “ოლიმპიური კომიტეტი” და არა თავისი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი, თუ ესა თუ ის მინისტრი…
ასე ვიცი მე. შეიძლება ვცდებოდე…
თუ დააზუსტებთ და ვინმე რაიმე ფაქტებს დადებს, კარგს იზამთ!”