შორენა ბეგაშვილის საზაფხულო ვოიაჟს საზოგადოების ნაწილი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს, შესაბამისად, მოდელი და მსახიობი მისი მიმდევრების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ყოველდღიურად ახერხებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან.
ამჯერად, ცნობილია, რომ შორენა შვილთან ერთად მონაკოში მდებარე პრესტიჟულ უბანში, მონტე-კარლოში იმყოფება.
ახალი ფოტოები კი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
„ბედნიერი ქალი სხვანაირად ლამაზია“, „იბედნიერე, იკაშკაშე და სულ სულ ბედნიერი იყავი“, „იდეალური ქალი“, „ფანტასტიკური ხარ“, – უწერენ კომენტარებში შორენას.