ესპანური საფეხბურთო კლუბის “ფეისბუქის” გვერდის ადმინისტრატორი, ხავი მორიგ პოსტს აქვეყნებს და ქართველებს მიმართავს.
“მეგობრებო, მომდევნო კვირაში პირველად უნდა გავეცნო თქვენს ცნობილ სამზარეულოს.
რომელი კერძები გავსინჯო? კომენტარებში დამიწერეთ რეკომენდაციები.
ერთი სული მაქვს! შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ!”, – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც თან ახლავს ფოტოზე, სადაც ქართული ტრადიციული საჭმელები ჩანს.