ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“როცა პოლიტიკაში ხარ ჩართული, ყველაფერს ისრუტავ. განსაკუთრებით მაინტერესებს საზოგადოების განწყობები. დავბრუნდი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით (დიახ, სულ ასე ვარ. ხან მეტრო, ხან “მარშრუტკა”, ხან პირადი ავტომობილი). საუბრები “მარშრუტკაში” (ელექტორატი ჭრელი) – ეს “ქოცები” მირჩევნია, თორემ “ნაცებს” გაუნათლებელი ანდა დაქირავებულნი აძლევენ ხმას, რას იტყვით ბატონო გია? მომმართა ჭარმაგმა, დიალექტით იმერელმა მძღოლმა (გვერდით ვეჯექი). ჩემი პასუხი – ვკითხოთ ‘აუდიტორიას’. ატყდა სახალისო დისკუსია. რასაკვირველია, ქალები იყვნენ აქტიურები. დიდუბის [“სამთო ქიმიის”] სადგურამდე ჩამოსვლისას “ქოცებმა” გავიმარჯვეთ.
რამდენიმე “ნაც”ქალს ბოდიში მოვუხადე მიშას გალანძღვის გამო, გამიგეს 🙂 მოკლედ, ცხონებული რეზო ესაძის “ნეილონის ნაძვის ხე-2” გვქონდა. იხარეთ თანამემამულენო, არ დავიკარგებით! <3″