ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის შვილიშვილი ალექსანდრე 4 წლის გახდა.
„ჩემი ადუ 4“, – წერს ბაია კუზანოვა სოციალურ ქსელში
ცოტა ხნის წინ „ფორტუნამ“ ნინო ნადირაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან აღნიშნა, რომ სურვილი აქვს მთელი ცხოვრება შვილიშვილს მიუძღვნას.
„თავი მგონია ახალგაზრდა დედიკო. პატარა რომ ვიყავი, მინდოდა, ჩემი შვილები ვინმესთან „შემეჩურთა“. ახლა კი პირიქითაა, ვერ ვიტან, ჩემს შვილიშვილს ვინმესთან რომ ვტოვებ. ყოველ დილას შემოდის ჩემთან და გუგასთან და შუაში გვიწვება. ძალიან ადრე დგება, ერთი საათი აქვს ხოლმე კიდევ და ჩვენთან ძილი უყვარს. მერე ყველას გვაღვიძებს. ისეთი თბილია… ჩემი არც ერთი შვილი ასეთი თბილი არ იყო. ვის დაემსგავსა, არ ვიცი. ასეთი თბილი ჩვენს ოჯახში არავინაა. რით დავიმსახურე ღმერთისგან ეს სიკეთე, არ ვიცი“, – ამბობს ნინო ნადირაძე „ფორტუნასთან“.