კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე პერიოდი ჰქონდა, ახლა კი წერს, რომ უკვე თითქმის გადალახა რთული ეპიზოდები საკუთარ ცხოვრებაში და ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება:
„ჩემმა დამ ჩამომიყვანა ბათუმში მასთან, რომ ჩემი რეაბილიტაცია უკეთ წასულიყო, ჰოდა, წავედი კიდეც, ვიარე ფეხით ყოველი საღამო, აღარ დავწოლილვარ დღის განმავლობაში… კი ძალიან მტკივა ძვლები და სახსრები, მაგრამ ვუძლებ. მთავარი რაცაა, ინსტრუმენტი მელანდება უკვე, ისე მინდა დავჯდე და ვიმუშაო. ჰოდა, ხვალ მივდივარ, სახლში შევალ ფორტეპიანოსთან და იმედია, ყველაფერი კარგად გაგრძელდება…
ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი 4-წელიწადნახევრიანი მძიმე მდგომარეობა დასასრულისკენ მიდის და 70% უკვე დაძლეული მაქვს, იმ 30-საც მოვუგრეხ კისერს, აბა, წარმატებები თქვენც და მეც…“