“ჩემი სამყარო…“ – გიორგი მამარდაშვილი ორსული ცოლის ფოტოებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სპორტული მიღწევების გარდა, ქართველ გულშემატკივარს მისი პირადი ცხოვრებაც აინტერესებს.

ცნობილია, რომ ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი მოდელი, ელენე ეპიტაშვილია. წყვილი მალე გოგონას მშობელი გახდება.

გიორგი ვალენსიაში უკვე გაემგზავრა, თუმცა, ელენე თბილისშია და სხვადასხვა გადაღებაზე იღებს მონაწილეობას. ცოტა ხნის წინ, მისი ფოტოები გიორგიმაც გაგვიზიარა სიმბოლური აღნიშვნებით: „ჩემი სამყარო, სიყვარული“.