“შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ”

გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი ძმის მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის განცხადებებს უდანაშაულობის თაობაზე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასოდეს ჩაწვდება”, ამიტომ გამძლეობას გისურვებთ მანამდე სადამდეც გეყოფათ, მაგრამ მეეჭვება, დიდხანს გაგრძელდეს!

შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ, თუმცა რა შემიძლია გითხრათ, ის, რაც ისედაც არ იცით…“, – წერს ანი შაქარაშვილი.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო.