“ჩემი საუკეთესო მეგობარი“ – ანუკი არეშიძე მეუღლესთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს.

დიზაინერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს და ამჯერადაც, მან მეუღლესთან გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. „ჩემი საუკეთესო მეგობარი“ – წერს ის ერთ-ერთი ფოტოს აღწერაში.