“მე და ბებო შვებულებაში“ – რა ფოტოებს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე

მსახიობი ნატალია ყიფშიძე ზღვისპირეთში, ბებოსთან ერთად ისვენებს.

ცოტა ხნის წინ მსახიობმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა. „მე და ბებო შვებულებაში“, – წერს ნატალია ყიფშიძე ინსტაგრამზე.

როგორც ჩანს, გარუჯული და ბედნიერი ნატალია შესანიშნავ დროს ატარებს ბებოსთან ერთად.