ქართველი UFC მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი 15 სექტებერს ოქტაგონზე შონ ო’მალის დაუპირისპირდება. ო’მალიმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
„ყველა ქართველი დაბლები და უსუსურები ხართ?“ და ამაზე პოსტში ილია თოფურიაც მონიშნა.
ო’მალის პროვოკაციულ განცხადებას დვალიშვილმა ასე უპასუხა:
„ჩემი შეურაცხყოფა ერთია – ჩვენ პროფესიონალები ვართ, საკითხს ოქტაგონზე გადავწყვეტთ. მაგრამ, შენ და შენმა მწვრთნელმა უკვე ზღვარი გადაკვეთეთ. ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის პასუხს მაშინ აგებ, როცა ოქტაგონის გარეთ გნახავ.”