“თუ მჯეროდეს რომ მე-4 შვილის დედა ვხდები… ან იქნებ მე-5 შვილის?“

მოცეკვავე, ქორეოგრაფი ინდირა გომიძე მე-4 შვილს ელოდება. ინდირამ სოციალურ ქსელში სქესის გაგების ცერემონიის ვიდეო გაგვიზიარა.

მანამ, სანამ ბავშვის სქესს გაიგებდნენ, ინდირას ოჯახის წევრებმა და უახლოესმა ადამიანებმა თავიანთი პროგნოზები გაგვაცნეს.

ემოციურმა ვიდეომ დიდი მოწონება, ინდირამ კი უამრავი მილოცვა მიიღო.

„თუ მჯეროდეს რომ 4 შვილის დედა ვხდები. ან იქნებ 5-ის? 😂“, – წერს ინდირა.