“ჩემი ბიოლოგიური დედა  გორისიდან არის რომელსაც ახალგაზრდობაში სქესობრივი აქტი ჰქონდა ვინმე ბადრი კაპანაძესთან  ასე გავჩნდი მე”

ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”მთელი 37 წლის მანძილზე კარგი ადამიანი ვიყავი. თუ ვინმეს რამეს ვაწყენინებდი ყველას ბოდიშს ვუხდიდი და პატიებას ვთხოვდი. ჭიანჭველისთვის არ დამიდგამს ფეხი. კარგმა გოგოობამ მხოლოდ მავნო და მატკინა. თურმე უკეთესია იყო ცუდი გოგო.
ცუდებს უფრო დიდ პატივს სცემენ ცხოვრებაში.
ეს რამოდენიმე დღეა ვუყურებდი თამუნა მუსერიძის ბედნიერებას, ბიოლოგიურ მამას რომ შეხვდა და თვალები სიხარულის ცრემლებით მევსებოდა.
ერთხელ არ მოსდომებია ჩემს ბიოლოგიურ მამას ჩემთან შეხვედრა და ჩემი ნახვა.
ამასაც ხომ ბედი უნდა არა?!
წლებია უკვე აქეთ ვეხვეწები დედას ჩემთან ურთიერთობასა და სიახლოვეს.
მოკლედ, ყელში ამომივიდა კარგი გოგოს როლის თამაში და ყოველთვის სხვებისთვის ანგარიშის გაწევა. მე ანგარიში არასდროს არავინ გამიწია.
თვითონ ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე! დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი არ მოუკითხავთ.
ჩემთვის ორივე ცუდი ადამიანია. ორივემ მატკინა და მარტოობისთვის გამიმეტა. მე ჩემს ბიოლოგიურ ნათესავებს არ ვიცნობ, არც ახლობლებს. ყველა თავს არიდებს ჩემთან ურთიერთობას, თითქოს 💩 ვიყო. ახლა ჩემმა ერთადერთმა სისხლმა და ხორცმაც მიმატოვა.
მას შემდეგ რაც გავიგე ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, სულ ვმალავდი და ჩუმად ვიყავი, რადგან მათ ანგარიშს ვუწევდი.
ახლა უკვე ყელში ამომივიდა!
ჩემი ბიოლოგიური დედა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი გორისიდან არის – ნანა შეყლაშვილი, რომელსაც ახალგაზრდობაში სქესობრივი აქტი ჰქონდა ვინმე ბადრი კაპანაძესთან, ისიც საჩხერის რომელიღაცა სოფლიდან არის და ასე გავჩნდი მე.
არც ერთმა არ მომაკითხა არასდროს. არც ერთმა არ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე რომ ჩემი მენტალური ჯანმრთელობა შეარყიეს.
აქეთ ვიხვეწებოდი სიყვარულსა და ყურადღებას.
საერთოდ ღმერთმა როგორ გაღირსათ ოჯახი და შვილები თქვენ?!
საშინელი ადამიანები ხართ!
ჩემს წინაშე ორივე დამნაშავე ხართ!
არასდროს აღარ გაგიწევთ ანგარიშს!
მთელმა საქართველომ ნახა თამუნას მამასთან შეხვედრის კადრები და გულს იმედი მივეცი, აი, ან ეხლა შემეხმიანება მამაჩემი, უეჭველი მეც გავიცნობ და ვნახავთქო.
ჯანდაბაშიც წასულხართ ორივე!
ვისაც მე არ ვუნდივარ, მეც აღარ მინდა!
მე თქვენ ცხოვრება დამიმახინჯეთ! გავიზარდე უსიყვარულოდ და უპატრონოდ!
აქეთ ვიყავი მთელი ცხოვრება ყველას პატრონი, მაგრამ დაუნახავი ადამიანების მეტი არავინ არ შემრჩა ხელთ!
დღეიდან აღარ ვარ კარგი და კეთილი გოგო, დღეიდან ცუდი გოგო ვარ!!!!
უნდა ვყოფილიყავი ნათია კაპანაძე და ახლა ვიღაც ცისნამი საყვარლიშვილი ვარ!
საერთოდ ვინ ჯანდაბა ვარ?! ვის დავკარგვივარ?!!!
💔💔💔💔💔💔💔💔💔💔💔💔💔💔💔💔💔”